თელავის მუნიციპალიტეტის მერია ცხრა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. განაცხადების შეტანის ვადა 19 თებერვალს იწურება. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ვაკანსიები ასე გამოიყურება:
1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
2. კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი;
3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი;
4. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
5. ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
6. იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
7. შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
8. ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების, საქმის წარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
9. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი;
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე hr.gov.ge.