ხულოში სკოლის შენობა დაიწვა

332

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში სკოლა მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა ხის კონსტრუქცია იყო.

ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდნენ.

თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტირება და სოფელ კალოთას მალე ახალი სკოლა ექნება.

„დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედიეროდ მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“ , – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის, ალტერნატიული ფართი უკვე გამოიძებნა. რამდენიმე დღით მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.