სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს 783 705 პენსიის მიმღები ჰყავს, საიდანაც 71% ქალია, ხოლო 29% – კაცი.
რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.2 % თბილისში, 16.4% – იმერეთში, 10.8% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.7% – ქვემო ქართლში, 9.0 % – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.9% ცხოვრობს.
2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 20 ლარით და 240 ლარი გახდა. 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 ლარით და გახდა 275 ლარის ოდენობით;
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%). შესაბამისად პენსია მთაში 2021 წლიდან გახდა 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარი.