რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით ონლაინ პეტიცია შემუშავდა.
მოვითხოვთ რომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას! მოვითხოვთ რომ შეიმუშაოთ ახალი გეგმა და დროულად მოახდინოთ რეაგირება!“,- ნათქვამია პეტიციაში.
ცნობისთვის, ოკუპირებულიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის სავალდებულო კარანტინის ვადა 12 -დან 5 დღემდე შემცირდა.