მთაწმინდის რაიონში 2020 წელს, განხორციელებული პროექტებისთვის, 17 911 817 ლარი დაიხარჯა

337

მთაწმინდის გამგეობა 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 17 911 817.69 ლარი დაიხარჯა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ 2020 წელს შესრულებული სამუშაოებია:

საგზაო ინფრასტრუქტურა 51 685 კვ. მ. ფართობზე მოეწყო: საგზაო ინფრასტრუქტურა ვერაზე, ი. ნიკოლაძის ქუჩასა და გ. ქუჩიშვილის ქუჩებზე მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, 6144 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 445 352 ლარი გამოიყო.

რეაბილიტირდა და გაიხსნა 9 სკვერი და 7 დასასვენებელი სივრცე: სულხან-საბას სახელობის და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, სკვერებში გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც ჩატარდა. განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, დეკორატიული შადრევნები; სრულად შეიცვლა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა, ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დაიდგა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 196 409 ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, გრუნტის დამჭერი 15 კედელი აშენდა. 7 სპორტული მოედანი და 6 ფიტნეს ზონა განახლდა და მოეწყო. მიწისქვეშა კომუნიკაცია 35 მისამართზე მოწესრიგდა.

მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა შინდისსა და თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე, სადაც პირველად მოეწყო სანიაღვრე არხები და ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემები მოუგვარდა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 339 870 ლარი გამოიყო.

გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 220 მისამართზე განხორციელდა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 196 პროექტი შედგა; აქედან:
• 24 ლიფტი შეკეთდა;
• წყალარინების ქსელი 48 მისამართზე მოწესრიგდა;
• საცხოვრებელი სახლის სახურავი 22 მისამართზე შეიცვალა;
• ავარიული შენობების კაპიტალური გამაგრება13 მისამართზე დასრულდა;

მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კაპიტალურად გამაგრდა.

სამუშაოების შედეგად, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედლები შეკეთდა. ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობები მოჩარჩოვდა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, ამორტიზებული ქანობიანი სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 543 998 ლარი გამოიყო.

ჩოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობიდან 4760 ნობათი გაიცა.