,,შენების მოძრაობის’’ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატად ზვიად გელაშვილი წარადგინა. პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს ოლქში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეხება სატრანსპორტო პრობლემებსა და სოციალურ პროგრამებს.
შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. მას აქვს, ასევე, საჯარო სამსახურში მუშაობის და პოლიტიკური გამოცდილებაც.
,,შენების მოძრაობის’’ ლიდერის, დავით უსუფალშვილის განმარტებით კი, შენება ნიშნავს კვალიფიკაციური კადრების, ხარისხისა და გრძელვადიანი ხედვის კარგად დაგეგმვას.
რაც შეხება თავად ზვიად გელაშვილს, მისი მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, იქნება მაცხოვრებლების პრობლემზე ორიენტირებული, იზრუნებს მათზე და მიაღწევს სამართლიან შედეგებს.
წყარო: შენების მოძრაობა