ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სტატუსის მინიჭების თაობაზე შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ინფორმაციით, ჯარა ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება.
„ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა იშვიათია და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. მაღალმთიანი აჭარა ამ მხრივ გამორჩეულია, ვინაიდან აქ სულ რამდენიმე ათეული მეფუტკრეა, ვინც ფუტკრის მოშინაურების რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, აჭარაში მცხოვრები 24 ჯარას თაფლის მწარმოებელი მეფუტკრე, მათ შორის, გოდერძის ალპური ბაღის საფუტკრე, ბიო სერტიფიკატის მფლობელია და თაფლს სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს.
2020 წელს ჯარას თაფლი ექსპორტზე კანადასა და აშშ-ში გავიდა.
პროცესის მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ერთობლივი პროექტი, კავკასიის ალიანსების პროგრამა (ALCP)“, -აცხდებენ მეფუტკრეთა ასოციაციაში.