ვინ ჩამოხსნის საარჩევნო პლაკატებს აჭარაში

367

იმ ფონზე, როცა არჩევნები დასრულდა, პარლამენტი და აჭარის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის შესვლა -არ შესვლის საკითხზე მოლაპარაკებათა ხუთი რაუნდიც გაიმართა. კანდიდატების წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა კვლავ შეგხვდებათ ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტების ქუჩებში. ამ თემაზე ინფორმაციას აჭარს მაუწყებელი ავრცელებს.

კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვალდებულება არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში აქვთ.

რა საჯარიმო სანქციებია ნორმის დარღვევასთან დაკავშირებით და მიღებულია თუ არა ზომები.