ზუგდიდელებს ევროპულმა საქართველომ ქებურია წარუდგინა

601

19 სექტემბერს,  ზუგდიდში,  მერობის კანტიდატად ევროპულმა საქართველომ, ლელა ქებურია წარადგინა. ქებურიამ ისაუბრა  რეალობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ზუგდიდში. ამბობს, რომ ევროპული საქართველო არის გუნდი, რომელიც მზად არის ცვლილებებისთვის და გადადგამს ნაბიჯს ევროპისკენ. დავით ბაქრაძემ მერობის კანდიდატი სიამაყით წარადგინა, რომელიც ზუგდიდისა და ზუგდიდელების დასაცავად ყოველთვის წინა ხაზზე იდგება. რაც შეეხება უგულავას, მან საუბარი დაასრულა იმ ევროპულ ნაბიჯებჯზე, რომელიც ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, რადგან მისი აზრით პირველ რიგშიევროპული საქართველო არის ზუგდიდი და სამეგრელო.

,, ევროპული საქართველო აუცილებლად შეცვლის და სახლში გაუშვებს ქართულ ოცნებას, მაგრამ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანად, პოლიტიკურად. ყოველგვარი არეულობის, ყოველგვარი ძალადობის, ყოველგვარი საფრთხის გარეშე. აი ეს არის ჩვენი გეგმა. ამ გეგმას ელის საქართველო. ქვეყანას სჭირდება ცვლილებები,უკეთესობა,მშვიდობა და ამ ყველაფრისთვის იბრძვის ევროპული საქართველო. დღეს ამაყი ვარ, რომ აქ ზუგდიდში შემიძლია წარმოგიდგინოთ ადამიანი, ჩვენი კანდიდატი, რომელიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ყოველთვის წინა ხაზზე იდგება მისი ზუგდიდის და ზუგდიდელების დასაცავად. სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის მერობის კანდიდატი ზუგდიდში, ლელა ქებურია’’- დავით ბაქრაძე.

,, ჩემი მთავარი გამოწვევა ის კი არ არის მე ხვალ თქვენი ქალაქის მერი ვიქნები თუ არა. ჩემი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მე თქვენ დაგიმტკიცოთ და შევცვალო ის სტერეოტიპი, რომელიც დამკვიდრდა პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას შორის. მე მინდა შევცვალო ეს რეალობა და თქვენთან ერთად, თქვენი გვერდზე დგომით მაქვს იმედი, რომ ამ რეალობას შევცვლი. ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისთვის და ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელიც განახორციელებს ამ ცვლილებებს და გადადგამს ნაბიჯს ევროპისკენ!’’ – ლელა ქებურია.

,, ზუგდიდს წაართვეს ქალაქის უფლება, ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა და არგუმენტად გვითხრეს, რომ თურმე მეტი ფული იხარჯება. ამას ამბობს მთავრობა, რომელმაც ყველა ადგილას თავისი ნათესავი დაასაქმა. ამას ამბობს მთავრობა, რომელმაც ბიუროკრატიაზე ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა. ამას ამბობს მთავრობა, რომელიც 12 თვის მიუხედავად წელიწადში 21- ჯერ იღებს პრემიას. გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ, აქ ზუგდიდიდან, იმიტომ, რომ ზუგდიდი თუ რომელიმე რაიონში თუ რომელიმე რეგიონი არის მართლაც ევროპული საქართველოში პირველ რიგში ეს არის ზუგდიდი და სამეგრელო’’ – გიგი უგულავა.

 

წყარო: ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის