კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას

699

კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

” 15 თებერვლიდან, არამხოლოდ აჭარაში, არამედ სრულიად საქართველოში, ყველა ქალაქში, კვების ობიექტების ფუნქციონირება ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება. აქაც შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტები გააგრძელებენ მხოლოდ „დელივერის”, მიტანა და გადატანის სერვისით ფუნქციონირებას”,-აცხადებს მაია ცქიტიშივილი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა, ​კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

რა შეზღუდვები მოიხსნება 8 და 15 თებერვლიდან იხილეთ ბმულზე.