ალექსანდრე ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

950

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  (EWMI) ACCESS-ის პროექტმა დაიწყო დისკუსიების ციკლი თბილისის მერობის კანდიდატებთან.

დისკუსიების მიზანია თბილისის ურბანული და გარემოსდაცვითი პრობლემების (მწვანე საფარის, ჰაერის დაბინძურების, ტრანსპორტის, პარკირება, ქალაქის იერსახისა და სხვა) გადაწყვეტის გზებზე კანდიდატების მოსმენა.

დისკუსია დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, თბილისის მედიათეკის ნაძალადევის ფილიალში, ვეტერანთა (კიკვიძის) პარკში გახსნა.

წყარო: ალექსანდრე ელისაშვილი