ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესახებ ინგლისურენოვანი ტურისტული რუკა/გზამკვლევი მომზადდა და დაიბეჭდა

455

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ბოლნისის ტურისტული რუკა და გზამკვლევი დაიბეჭდა. გაიდლაინი ინგლისურენოვანია და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტებია დატანილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინგლისურენოვანი გზამკვლევი უცხოელ ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას ბოლნისის ტურისტული პოტენციალის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ.

ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის, „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ერთ-ერთი კომპონენტი ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა იყო.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა „კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგია, ძველ გერმანულ უბნებში კი დამონტაჟდა ტურისტული მარკირების ნიშნები და ლაითბოქსები.