“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია იქნება

554

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია იქნება. პარტიის ლიდერებმა ქებურია დადიანების სასახლის ეზოში წარუდგინეს ამომრჩეველს.

დღესვე გახდა ცნობილი ზუგდიდში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატების სიის პირველი ხუთეულიც. ესენი არიან: ბათლომე შელია, ირაკლი ღურწკაია, თინათინ თოდუა, ალექსი ლიპარტია და ალექსანდე ღვინჯილია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედინიუსი