თელავის მოსახლეობა მიმდებარე სოფლების ქალაქის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

409

თელავის მოსახლეობა სოფლების კურდღელაურის, ვარდისუბნის და ნასამხრალის ქალაქის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

აღნიშნული მოთხოვნა მოსახლეობამ სოციალურ ქსელში გააჟღერა, რასაც უამრავი კომენტარი, გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. ადგილობრივების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ თვითმმართველობა აღნიშნული საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. ნაწილის თქმით, კი ეს მიუღებელია.

როგორც “კახეთის ხმას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს მსგავს საკითხიზე მსჯელობა არ მიმდინარეობს და არც მისი განხილვა იგემება.