დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების სააგენტო ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას 29 იანვრის ჩათვლით აგრძელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.
როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ.
„საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:
თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
გორი სამების ქუჩა N1;
რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე: https://idp.gov.ge/statement-30/ “, – აღნიშნულია ინფორმაციაში.