ბორჯომში, მესხეთისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე საპარკინგე ზონის მოწყობის და საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშოები დასკვნით ეტაპზეა.
ბორჯომის მერიის ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს შუშის მოაჯირის მოწყობა, უკვე დამონტაჟდა გარე განათება, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკამები.
მათივე ცნობით, საყრდენი კედლის მიმდებარედ მოეწყობა ავტობუსის კომფორტული მოსაცდელი.