„შენების მოძრაობამ“ თემქის მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა მსხილაძე წარადგინა

703

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ნაძალადევის #21 მაჟორიტარული ოლქის  (თემქა) კანდიდატი წარადგენა. მოძრაობის სახელით, ნაძალადევში გოჩა მსხილაძე იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და  ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტების მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს, 10 რაიონული გამგეობის ნაცვლად 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას. უნდა დაინერგოს პირადი საჯარო მოხელის ინსტიტუტი, რითაც ქალაქი გახდება მოქალაქეზე ორიენტირებული.

„დღეს, თბილისის საკრებულოს ყველაზე მეტად პრინციპულობა და პროფესიონალზმი აკლია.  ჩვენი კანდიდატი, გოჩა მსხილაძე კი სწორედ ასეთია. მისი გამოცდილება და პროფესიონალზმი ნამდვილად სჭირდება თემქის მოსახლეობას.  რაც შეეხება „შენების მოძრაობის“ პროგრამას, ის ორიენტიერბულია იმაზე, რომ არსებითად უნდა შეცვალოს მმართველობითი სისტემა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოში და თვითმმართველობის როლი ამ ცვლილებებში  არის ძალიან დიდი“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას რაიონში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

„მე ვგრძნობ ვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე. ჩემთვის იმ პრობლემებთან შეჭიდება, რომელიც თემქას აქვს, ძალიან დიდი გამოწვევაა და ამ გამოწვევას ვიღებ. მეც, როგორც ერთ-ერთ თემქელს, მტკივა ის, რაც სტკივა აქ მაცხოვრებლებს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის პრობლემები რაც აქ არის ჩემს გუნდთან ერთად გადავჭრა“, – განაცხადა, თემქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოჩა მსხილაძემ.