გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სადგომს დაცვა იარაღით და სპეცაღჭურვილობით დაიცავს

429

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, რომლის ფარგლებშიც დაცვის პოლიცია დაიცავს მუნიციპალურ ობიექტებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით და სპეცაღჭურვილობით დაიცავს შემდეგ ობიექტებს:

1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა და მიმდებარე ტერიტორია – ყოველთვიურად უწყება სამმართველოს 6 000 ლარს გადაუხდის;

2. საკრებულოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია – ყოველთვიურად 8 200 ლარი;

3. ცხინვალის გზატკეცილზე N14-ში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობა – რომლის დაცვაც მერიას თვეში 2 400 ლარი დაუჯდება;

4. მუნიციპალური ტრანსპორტის სადგომი და მიმდებარე ტერიტორია – ყოველთვიურად 4 800 ლარი.

ოთხი სხვადასხვა ობიექტის დაცვის მომსახურებისთვის მერია ყოველთვიურად 26 200 ლარს დახარჯავს, ყოველწლიურად კი, 314 400 ლარს.