ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის

814

გელათის სამონასტრო კომპლექსის შემდეგ, წყალი ჩადის ბაგრატის ტაძარშიც. წვიმისგან დასველებულია როგორც შიდა, ასევე გარე, ტაძრის შესასვლელი კედლები. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს.

მისი თქმით, მიუხედავად სპილენძის გადახურვისა, ტაძარში წყალი მაინც ჩადის.

“ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით მყარი გარანტია უნდა იყოს წყლის შეკავების, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალზე ბევრი კერა გაჩნდა. წელს დავიწყებთ კვლევას და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვას”,- წერს ნიკოლოზ ანთიძე.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა.  ძეგლზე ჩატარებული არასწორი სარესტავრაციო სამუშაოების გამო, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო, რომლის ნაწილიც ის 1994 წლიდან იყო.