რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა

428

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სოფელ შროშაში ახალი გვირაბი გაიჭრა. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება.

მათივე ცნობით, ჯამურად, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 53 გვირბიდან 39 გვირაბზემიმდინარეობს.

“სოფელ შროშაში გაჭრილი გვირაბის სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.

რიკოთის ახალი 52 კმ-მდე საუღელტეხილო გზა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის დასრულების შემდეგ, 30 კილომეტრით შეამცირებს მანძილს, მგზავრობის დროს კი გაანახევრებს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.