ამბროლაურის მერია: ამბროლაურში ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა ხორციელდება

371

2021 წელს, ქალაქ ამბროლაურში ორი ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია არცელებს.

მათი ინფორმაციით, კოსტავასა და ბრატილავა-რაჭის ქუჩების რეაბილიტაცია გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და პროექტით გათვალისწინებულ სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებს.

„კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და სამუშაოები მ/წლის გაზაფხულზე დასრულდება. რაც შეეხება ბრატისლავა-რაჭის ქუჩის კეთილმოწყობას, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება“,-აღნიშნულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.