აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დამატებით 6 თვე მიეცემა

731

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით შექმნილი გარემოების დასაძლევად ბიზნესს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დამატებით 6 თვე მიეცემა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესს არსებული გამოწვევების დაძლევაში, მეორე მხრივ კი დასაქმებულების შენარჩუნებაში დაეხმარება.

„მოქალაქეებთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა და ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც პირველივე ეტაპზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს. დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი რეგიონში ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად და ბიზნესთან ერთად შევძლოთ როგორც სამუშაო ადგილების აღდგენა, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მნიშვნელოვანია მათი თანამონაწილეობა, ამ პროცესში“, – აღნიშნა რიჟვაძემ.