აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქე რომან ღაღაიშვილმა სიმბოლურად მანდარი მიიტანა და განაცხადა, რომ ციტრუსის რეალიზებას ვერ ახერხებს. იგი მთავრობას დახმარებას სთხოვს.
“ქობულეთში ვცხოვრობ და ციტრუსის რეალიზებას ვერ ვახერხებ. მოსავალი არ იყიდება, ეს მანდარინი კი თორნიკე რიჟვაძეს მოვუტანე, ჩვენ ვერ ვყიდით და მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს”,- აცხადებს ქობულეთში მცხოვრები რომან ღაღაიშვილი.
აჭარის მთავრობის სახლთან მანდარინის მიტანას მცირე ხმაური მოჰყვა. დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქეს ყუთის გატანა მოსთხოვეს. ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე მივიდა და მანდარინის ყუთი შენობის მთავარ შესასვლელთან დატოვა.
ცნობისთვის, აქცია პერფორმანსის პარალელურად აჭარის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც მედიისთვის დახურულია.