თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება

642

თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების სისტემა და კომფორტი უეფას მაქსიმალური კატეგორიის მისაღებად. პროექტის ფარგლებში აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური ფონდის მიერ დაფინანსდება. ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაახლოებით 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული.