აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. რეგიონის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციური პარტიის ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩავლეიშვლმა კი მთავრობას მხარი არ დაუჭირა.
“ეს ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა თქვენი მთავრობისთვის, თქვენი შემადგენლობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ქვეყნისა და ავტონომიური რესპუბლიკის საკეთილდღეოდ”, – ასე მიმართა დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძეს.
თავის მხრივ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პასუხიმგებლობას წარმატებით გაართმევს თავს და დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს ახალი მთავრობა გააგრძელებს.