რიჟვაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას შეფერხება არ ექნება

321

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას შეაფასა და აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას შეფერხება არ ექნება.

როგორც მან განაცხადა, ქვეყნის განვითარების პროცესში ყველა დეპუტატის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი.

“მინდა დავიწყო იმ არჩევნების შეფასებით, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობა და ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც ქვეყნის, ასევე აჭარის რეგიონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული პროცესისთვის ხალხის მიერ ნდობა გამოცხადებული ყველა დეპუტატის მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარებისთვის.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო ძალიან მაღალი ნდობის და შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და შემდეგი 4 წლის განმავლობაში, უმაღლესი საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას არანაირი შეფერხება არ ექნება “,- განაცხადა რიჟვაძემ.