გახარია: შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტია ჩასატარებელი და ეს სწრაფადაა გასაკეთებელი

415

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტია ჩასატარებელი და ეს სწრაფადაა გასაკეთებელი.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საგადასახადო ცვლილებების სფეროები იდენტიფიცირების პროცესშია.

„მაგალითად, საგადასახადო შეთანხმება, საგადასახადო დავების სისტემა, ბევრ შემთხვევაში არის დღგ-ს შეღავათები, რომლებიც დღეს ჩემთვის საერთოდ გაურკვეველია რატომ, ხშირ შემთხვევაში, სადაც ადგილობრივი წარმოების ელემენტარული ჩანასახები გვაქვს, შეღავათებით ვასტიმულირებთ იმპორტს. აუდიტია ჩასატარებელი საერთოდ საგადასახადო შეღავათების, შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის აუდიტია ჩასატარებელი და ეს სწრაფადაა გასაკეთებელი“, – აღნიშნა გახარიამ.