გახარია: 2021 წელს, როგორც იყო დაგეგმილი, ქედა-შუახევი-ხულოს გზის 24 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება

75

2021 წელს როგორც იყო დაგეგმილი ქედა-შუახევი-ხულოს გზის 24 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ანზორ ბოლქვაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქედა-შუახევი-ხულოს მიმართულებით არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ წელს აჭარის ბიუჯეტს დამატებით გამოუყო 40 მლნ, რათა პროექტები არ გაჩერდეს და გაგრძელდეს გეგმის შესაბამისად.

„ამ პროექტების ნაწილი, მოგეხსენებათ, რომ აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. აჭარის ბიუჯეტს წელს, როგორც ბევრგან, გაუჭირდა და ფინანსთა სამინისტრომ დამატებით 40 მლნ გამოუყო მათ იმისთვის, რომ მსგავს კითხვებზე პასუხი კონკრეტული იყოს, ამიტომ ეს პროექტები არ გაჩერდება, გაგრძელდება და 2021 წელს როგორც იყო დაგეგმილი ქედა-შუახევი-ხულოს გზის 24 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება, შემდგომ ეს პროექტები, რომლებიც თქვენც კარგად იცით, გეგმის შესაბამისად გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.