ნინო წილოსანი: მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს

389

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.

წილოსანმა მთავრობა მიწის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გააკრიტიკა.

„იმ მოცემულობაში, როდესაც გარკვეული უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების გამო გვიწევს თქვენთან მხოლოდ ერთი პარტიის ფორმატში ოპონირება, ვალდებულება გვაქვს, რომ გაცილებით უფრო კრიტიკული ვიყოთ და ამ კრიტიკის ნაწილში აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით და სამინისტროს ჩართულობით დაიწყო და 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი მიწის და თანმდევი კანონების მიღებით დასრულდა, არ მიმდინარეობს სათანადოდ. ვგულისხმობ იმას, 2020 წელს შექმნილი მიწის სააგენტო, რომელსაც მხოლოდ დოკუმენტური ბაზა უნდა მოეწესრიგებინა და მხოლოდ 3 დადგენილება უნდა მიგეღოთ მთავრობას, მიწის ბალანსის, აღრიცხვის წესი, კატეგორიების ცვლილება და კატეგორიების ცვლილებისთანავე ანაზღაურების წესი, არცერთი არაა შესრულებული, რაც აპრიორი გულისხმობს, რომ მეტი ყურადღება და კონცენტრირებაა საჭირო. ამიტომ, ჩემი კითხვა შემდეგი იქნება, რა კონკრეტულ პასუხისმგებლობას იღებთ პარლამენტის და თუნდაც ჩვენი კომიტეტის წინაშე, რომ აღნიშნული რეფორმა სათანადოდ განხორციელდეს?“ -მიმართა წილოსანმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას.