ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24 დეკემბრიდან მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე განისაზღვრება.
“მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული ყველა ზომა, როგორიც არის დისტანცია, პირბადის სწორი მოხმარება. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად ან დილის საათებში, ან ონლაინგაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხმარებლების დიდი კონცენტრაცია მაღაზიებში”, — განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იმუშავებენ, მაღაზიებმა კი პროდუქციის უკან დაბრუნება ან გადაცვლა უნდა დაუშვან 1 თვის განმავლობაში. ცქიტიშვილის თქმით, ეს 1 თებერვლის შემდეგ უნდა მოხდეს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში და რომელი მსუბუქდება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.