24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში და რომელი მსუბუქდება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.