მცხეთის, სტეფანწმინდას და გრიგოლეთის გენგეგმები, ასევე, ქუთაისის გენგეგმის კონცეფცია 2021 წელს დასრულდება

543

2021 წელს დასრულდება მცხეთის, სტეფანწმინდას და გრიგოლეთის გენგეგმები და ქუთაისის გენგეგმის კონცეფცია, რაც ამ დასახლებების გეგმაზომიერ და კომპლექსურ განვითარებას დაეხმარება,- ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაგრძელდება პროექტები ძველი კურორტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.