კობახიძე: ოპოზიციის ხუშტურებზე ჩვენ არჩევნებს ვერ დავნიშნავთ

375

“ოცნება” ფიქრობს, რომ ოპოზიციიდან, პოლიტიკოსების ნაწილი ოპონენტებს გაემიჯნება და პარლამენტში შევა. ირალი კობახიძე ამბობს, რომ პარტიის პოზიცია უცვლელია და ვადამდელი არჩევნების ჩატარება არც განიხილება.

ბუნებრივია, ვთქვათ ჟარგონზე ოპოზიციის ხუშტურებზე ჩვენ არჩევნებს ვერ დავნიშნავთ. აშკარად იკვეთება, რომ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს მოლაპარაკების ინტერესი და შეთანხმების ინტერესი, აქედან გამომდინარე ამი პოტენციალი არსებობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა”, – ამბობს კობახიძე

“მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვაზე, “ოცნება” ვის ვარაუდობს, რომ ოპოზიციიდან მეათე მოწვევის პარლამენტს შეუერთდება, იკითხა ჟურნალისტმა. კობახიძე ამბობს, რომ სახელების დასახელება არ შეუძლია, მისივე თქმით უნდა დაველოდოთ კონსულტაციის შედეგებს.

“ვინც ემიჯნება მაგალითად იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება პირობითად ელჩების ელჩების ლანძღვას”, – თქვა კობახიძემ

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და გაიმართება თუ არა მოლაპარაკბეების მე-5 რაუნდი არ ცვლის იმ ოპოზიციონერების პოზიციებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს და სიები ჩახსნენს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ ღებულობს, პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია:

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  • ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.