ცოტა ხნის წინ თელავის მერიასთან ხმაური იყო. გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები თელავის მერიასთან მივიდნენ და შოთა ნარეკლიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
პოლიციამ მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.
აქციის მონაწილების მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ მერიის თანამშრომლებმა მუქარა განახორციელეს და პროტესტის შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
“ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ, ვითხოვთ ხალხის არჩეულ მერთან შეხვედრას. ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს! პოლიცია ჩააყენეს და არ გვიშვებენ”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ისინი აცხადებენ, რომ დაშალს არ აპირებენ და პროტესტს პოლიციას სამმართველოსთან გააგრძელებენ.