საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ გამოაცხადა. კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენს და მისი მიზანია სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის – კარიკატურის ტრადიციების აღორძინება და მისი განვითარება საქართველოში; კარიკატურის ჟანრში მომუშავე ხელოვანთა წარმოჩენა – პოპულარიზაცია, მათი ნამუშევრების შექმნისა და გამოფენის გზით.
2021 წელს, ამავე კონკურსის ბიუჯეტი 10 000 ლარს შეადგენდა და მის ფარგლებში, დაფინანსდა პროექტი „შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალი“.
ახალი კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ. კონკურსანტს კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს:
ა) რომლის კონცეფცია გამოირჩევა ორიგინალური ხედვითა და აქტუალურობით;
ბ) რომელიც ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 577 502 762 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 24 მაისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: