თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ალეკო ელისაშვილის შტაბის უფროსმა სამგორის პოლიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. ვანო ნორაკიძემ საჩივარის შეტანის მთავარ მიზეზად ყალბი ვიდეოს შესახებ გამოძიების არდაწყება დაასახელა.
საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს როგორ აგროვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული ადამიანები ხელმოწერებს ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა, თუმცა ამ შეთავაზებაზე ელისაშვილმა უარი თქვა.
ალექსანდრე ელისაშვილმა ოფიციალურად თავისი კანდიდატურა მერობის პოსტზე 11 ივლისს წარადგინა. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მიიჩნევს, რომ არჩევნების მოგებისთვის დიდი თანხა სულაც არ არის საჭირო. მას ხალხისგანდაფინანსების იმედი აქვს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი