კახა კალაძის სააჩევნო სლოგანი მყინვარწვერზე აიტანეს

1208

კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ სპორტსმენებმა მყინვარწვერზე აიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ბანერებს სლოგანით – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ქართველი მთამსვლელები, ასევე, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებშიც განათავსებენ, – ამის შესახებ სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მშვილდაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატისა და სპორტის ფედერაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა კალაძემ მათ ქალაქის განვითარების ხედვა, მათ შორის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით დასახული გეგმები გააცნო.

წყარო: 1tv.ge