კარლ ჰარცელი: ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა

403
ევროკავშირის ელჩი

ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიძებნოს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ, გრძელდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები საერთო პლატფორმის ძიების მიმართულებით ჯერ კიდევ აქტიურია, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვეძებთ. ჩვენ გვქონდა დისკუსია იმ შვიდ პარტიასთან, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ დისკუსიის შედეგებს და დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამის გამოყენება პროცესების წინ წასაწევად. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოიძებნოს ეს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გრძელდება ყველა მხარის მიერ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ, შესაძლებელი გახდება ასეთი თანხვედრის წერტილების გამონახვა. მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე, რადგან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა და პროცესების განვითარება, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.