თურაზაშვილი: 5 400 ბავშვს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს, რომელ ონლიან სწავლებაზეა საუბარი

807

პანდემიის გამო დაზარლებული თაობა, რომელიც განათლების მიღებას ვერ ახერხებს- პარტია “მოლაქეების” წევრი, ქეთი თურაზაშვილი, აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ, ზაფხულის პერიოდი, მოსწავლეების უზრუნველსაყოფად ვერ გამოიყენა, რის გამოც, 50 000 ბავშვი ისევ  ნტერნეტის და კომპიუტერის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

“5 400 ბავშვი არის დღეს ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე, ამ შემთხვევაში რომელ ონლაინ სწავლაზეა საუბარი. დღევანდელი ონლაინ სწავლება უბრალოდ თავის მოტყუებაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უკლებლივ ყველა მოსწავლე ინტერნეტით და კომპიუტერით. უნდა შემუშავდეს ერთიანი სტანდარტის საგაკვეთილო სისტემა”, – თქვა ქეთი თურაზაშვილმა.

პარტია, სამინისტროს კონკრეტულ წინადადებს სთავზობს, როგორ უნდა დარეგულირედეს ქვეყანაში სასწავლო პორცესი.