რა ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთდა ამბროლაურის სოფლებში

516

ამბროლაურის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად ხორციელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი ასეთია:

სოფელ ჭრებალოში:
მოეწყო ასფალტის საფარი შიდა საუბნო გზებზე;
რებილიტირდა საჯარო სკოლის სველი წერტილები;
აშენდა სასოფლო ამბულატორიის შენობა;
აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი;
რეაბილიტირდა წყალსადენის მაგისტრალი;
განხორციელდა სოფელ ჭრებალოში სპორტკომპლექსის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები.

სოფელ ჭყვიშში:
შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 60 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა;
აშენდა სასოფლო ამბულატორია;
სრულად რეაბილიტირდა და ბეტონის საფარი მოეწყო ჭყვიშის გზაზე;
რეაბილიტირდა სოფელ ჭყვიშისა და ქვიშარის წყალსადენი;

სოფელ ქვიშარში:
ქვიშარის სპორტულ მოედანზე მოეწყო ხელოვნური საფარი;
რეაბილიტირდა სოფელ ქვიშარის ამბულატორია;
რეაბილიტირდა ქვიშარის ბიბლიოთეკის შენობა;

სოფელ ჟოშხა-გენდუში:
მოეწყო დროებითი წყალმომარაგების ქსელი სოფელ გენდუშში;
მიმდინარეობს სოფელ ჟოშხის საუბნო წყალსადენის რეაბილიტაცია;

სოფელ ქვემო ჟოშხაში, გიორგობიანებისა და ყიფიანების უბანში რეაბილიტირდა წყალსადენი.