კობახიძე: ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი “აუცილებლად იმსჯელებს”

679

წინა სტატია

შემდეგი სტატია

როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, შეუწყდება თუ არა პარტიებს დაფინანსება პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება.

“პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება გარკვეული საქმიანობისთვის არის განკუთვნილი. დაფინანსების მიღება იმიტომ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან და არჩევნების შედეგებთან, რომ პარტიებმა პირველ რიგში, საპარლამენტო და პოლიტიკური საქმიანობა ამ რესურსების გამოყენებით წარმართონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა, რომელთაგან საბიუჯეტო თანხების მისაღებად ცესკო-ს ჯერ მხოლოდ ცხრამ მიმართა.