ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათებს ითხოვენ.
მათი თქმით, მერიამ უკვე შეიყვანა მუნიციპალური ტრანსპორტი და შესაძლებელია, სტუდენტებს შეღავათი დაუწესონ. სტუდენტები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ. მათ ხელისუფლებას ერთი წლის გაცემული დაპირება შეახსენეს და განაცხადეს, რომ მზად არიან აღნიშნული საკითხზე იმსჯელონ.
მათი თქმით, სტუდენტებს დღეში რამდენჯერმე უწევთ ტრანსპორტით სარგებლობა და მსგავსად სხვა დიდი ქალაქებისა, აუცილებელია შეღავათი.