შიდა ქართლში ძევერა-შერთულის სარწყავ სისტემას აწესრიგებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
„ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რის შემდეგაც სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს (ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.