ბათუმის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული მოძრაობა „ალტერნატივას“ 5 წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

374

არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხუთივე წევრი, რომელიც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გუშინ დააკავეს გათავისუფლებული არიან.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, მათ განყოფილება ხელწერილის საფუძველზე დაატოვებინეს.

“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაგვაკავეს, როგორც პოლიციაში განგვიცხადეს. დარღვევა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას გულისხმობს”,- აღნიშნა ხათუნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივამ” ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა.