ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში, ნაძალადევის N7 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმათა 91.4% (23 629 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.
რაც შეეხება მის კონკურენტს “ლეიბორისტული პარტიიდან”, შალვა ნათელაშვილს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 8.6% დააგროვა (2223 ხმა).
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა