ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 93.88% მიიღო

600

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზუგდიდის N27 საარჩევნო ოლქში ხმათა 93.88% (31 678ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, მალხაზ ჯალაღონიას, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 6.12% დააგროვა (2064 ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.