სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა “ლეიბორისტული პარტია” და მოძრაობა “თავისუფლება – ზვიადის გზა” 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
სამსახურის ინფორმაციით, პარტიებმა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია არ წარადგინეს.
აუდიტის სამსახური კიდევ ერთ საკითხს სწავლობს, საქმე ეხება მიკროავტობუსებზე “ქართული ოცნების” სარეკლამო პოსტერებს.პოსტერები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაა გაკრული. ამის გამო აუდიტის სამსახურს საჩივრით “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა.
არსებული საჩოვრის საფუძველზე აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად უკვე მიმართა როგორც მმართველ პარტიას, ისე შპს “თბილისის მიკროავტობუსს.”
წყარო: ImediNews