საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ზვიად სიჭინავას საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ზუგდიდში მის წინააღმდეგ ე.წ. შავი პიარი ხორციელდება. კერძოდ, ახალგაზრდების ჯგუფი არიგებს სააგიტაციო ბუკლეტებს წარწერით – „არა რუსულ პროექტს ზვიად სიჭინავას“, „ზუგდიდში კენჭს იყრის ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“, „ზვიად სიჭინავას კანდიდატობისთვის საჭირო რეგისტრაციებს ნინო ბურჯანაძე აგროვებდა“. ასევე, მერობის კანდიდატის ამონარიდებია დატანილი ბუკლეტებზე, სადაც ოჩამჩირეში, ერთ-ერთ ოჯახში წარმოთქმულ სადღეგრძელოში ის სოხუმსა და აფხაზეთის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
სტატიის სრულად წასაკითხად გაგადით ბმულზე
წყარო: LivePress