„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებს ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოების საკითხი განიხილეს.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებების გაფართოების საკითხი ლოგიკურია, რადგან „არავინ იცის, ვინ გადალახა 1%-ანი ზღვარი და ვინ ვერ გადალახა“.
„საკონსულტაციო ფორმატის გაფართოება ელჩებთან მოლაპარაკებების დროს სასურველია, რადგან არავინ იცის, ვინ გადალახა 1%-იანი ზღვარი და ვინ ვერ გადალახა, იმდენად თავდაყირა დადგა ყველაფერი და იმ დონის ფალსიფიკაცია მოხდა 31 ოქტომბერს. ამიტომ, ეს საკითხი არის ლოგიკური და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. მე ეს საკითხი პირველივე შეხვედრაზე დავაყენე პარტიების და ლიდერებით ჩამოთვლით. კეთლგანწყობით მიიღო ყველამ, მაგრამ არის ტექნიკური პრობლემები, მაგალითად დარბაზი, მოლაპარაკებების მაგიდა და ა.შ.“- განაცხადა ნათელაშვილმა.
დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.