15 ნოემბრიდან აფხაზეთის დეფაქტო რესპიბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. შესაბამისი ბრძანება კომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ლოგუამ გამოსცა.
“მარაოსბერი” გრაფიკის დაწესების აუცილებლობა გამოიწვია ელექტროენერგიის დეფიციტმა, რომლის მიზეზია კრიპტოვალუტის მომპოვებლების უკანონო საქმიანობა და მათ მიერ ელექტროენერგიის არალეგალური მოხმარება. წერს “აბხაზია ინფორმი”.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დროიდან “ენერგოზბიტის” და “ჩერნომორენერგოს” რეგიონული ფილიალების თანაშრომლები ჩაატარებენ რეიდებს, რათა გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი ფაქტები.
სოხუმმა კვლავ დაუშვა 2018 წელს აკრძალული მაინინგ – საქმიანობა, რადგან ვერ შეძლო აკრძალვის პრაქტიკაში განხორციელება.
ლოგუას განცადებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5-9% -ით იზრდება და არსებული სიმძლავრე მიმდინარე მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს და ელექტროენერგიის ქსელების ცვეთამ კრიტიკულ მდგომარეობას მიაღწია. მისივე თქმით, 2021 წლის დასაწყისში, ენგურჰესზე დაგეგმილი რეაბილიტაციის პერიოდში, აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა რუსეთიდან მოხდება.